პრემიერის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე და პროგრესული, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს

პრემიერის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე და პროგრესული, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს
პრემიერის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე და პროგრესული, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს, – წერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის განცხადებები აჩვენებს, რომ მათ ელემენტარული ცოდნაც არ გააჩნიათ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით და მათი მიდგომა ზოგადად, არასამთავრობო სექტორის მიმართ არის ანტიდემოკრატიული და ავტორიტარული.
„არასამთავრობო ორგანიზაციების (ამ შემთხვევაში, შშმ პირთა ორგანიზაციების) დაფინანსებასთან დაკავშირებით გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტი მე-7 ზოგად კომენტარებში CRPD-ის მონაწილე სახელმწიფოებს მოუწოდებს: „მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, თანხების პირდაპირი გამოყოფა შშმ პირთა ორგანიზაციებისათვის, მესამე მხარის ჩართვის გარეშე (61.a.)“; იგივე შინაარსის რეკომენდაცია გასცა გაერომ საქართველოს მიმართ 2023 წელს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნები და აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს (მაგ. ამერიკის შემთხვევაში – The World Institute on Disability (WID), ევროკავშირის შემთხვევაში European Disability Forum (EDF)
– და ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, დაფინანსების შემთხვევაში ხდება სამთავრობო.
შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის განცხადებები აჩვენებს, რომ მათ ელემენტარული ცოდნაც არ გააჩნიათ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით და მათი მიდგომა ზოგადად, არასამთავრობო სექტორის მიმართ არის ანტიდემოკრატიული და ავტორიტარული. მათთვის NGO რომ რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის ინსტრუმენტია, ეს ჩვენმა საზოგადოებამ ისედაც დიდი ხანია, კარგად იცის.
პრემიერის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე და პროგრესული, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს“, – წერს რატი იონათამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს ქმედებას, სადაც ცენტრალურ გამზირს ამ რაოდენობის ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში კეტავდნენ და მასზე არ იყოს რეაგირება -გაცილებით მკაცრი კანონებიც არის

როგორც კი თვალს დახუჭავ უსამართლობაზე, მაშინვე ბოლომდე გადაუვლიან შენს ეროვნულ ინტერესებს, აქ კომპრომისი არ იქნება – 2008 წლის ომამდე მიგვიყვანა ამ მოღალატეობრივმა ძალამ და როცა ვიღაც გადაფარებულია ამ პოლიტიკურ ძალაზე, როგორ შეიძლება, ასეთი ტიპის მფარველობას ანგარიში გავუწიოთ

თუ ვინმე შეეცდება, გვერდი აუაროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება შეგვიძლია მოგვიანებით გავავრცელოთ ე.წ მემკვიდრე პარტიებზე, აქედან გამომდინარე, პრაქტიკული თვალსაზრისით არ გახდა საჭირო სარჩელში სახელების და გვარების ჩამოთვლა