პრემიერის ვიზიტი აშშ-ში დაიწყო

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში“, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის და ნამიბიის პრეზიდენტის ორგანიზებით იმართება.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.
მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც -ის პრეზიდენტის სა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება