პრემიერის გადაწყვეტილება არ მოეწონებოდა ოპოზიციას და მათ უცხოელ ლობისტებს, რადგან არჩევნების შემდგომი რევოლუციური მზადება აზრს კარგავს

საქართველოს მთავრობის მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის საკითხს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და აღნიშნულ გადაწყვეტილებას სტრატეგიულ სვლას უწოდებს.
ექსპერტის თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება არ მოეწონებოდათ რადიკალური ოპოზიციის უცხოელ ლობისტებს, რადგან მათთმა რევოლუციურმა მზადებამ აზრი დაკარგა.
„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლად, სწორი სტრატეგიული სვლაა და შანსს არ უტოვებს ოპოზიციას საარჩევნო სპეკულაციებისთვის. დარწმუნებული ვარ, პრემიერის გადაწყვეტილება არ მოეწონებოდათ ოპოზიციის უცხოელ ლობისტებს, რადგან მათი არჩევნების შემდგომი რევოლუციური მზადება აზრს კარგავს.
ყველას გვახსოვს, თუ როგორი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპელმა ლიდერებმა ეუთო/ოდირს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც მისი დასკვნის უგულებელყოფა მოახდინეს. გვაინტერესებს, კიდევ იკადრებს ევროპა ერთ-ერთი მაღალრეიტინგული და სანდო ორგანიზაციის დასკვნის იგნორირებას? ფაქტია, მათ ეს არც ახლა გაუჭირდებათ, თუმცა შარშანდელი და წლევანდელი გლობალური პროცესები მკვეთრად განსხვავდება ერთამანეთისგან. და რაც მთავარია, საერთაშორისო პოლიტიკაში ევროპის პოზიციონირება გაცილებით დაბალ საფეხურზეა. სწორედ ამიტომ, მათი გავლენებიც ქართულ ოპოზიციაზე შედეგის მომტანი ვერ იქნება.
გვიახლოვდება თვითმმართველობის და ყოველდღიურად კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ სახელისუფლებო გუნდი მყარად უკონკურენტოა, რასაც ქართველი ამომრჩეველი 4 ოქტომბერს დაამტკიცებს,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა