პრემიერის ბრიუსელში პირველი ვიზიტი და ნატოში მისი შეხვედრები კიდევ ერთ მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს მომავალში ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში

პრემიერის ბრიუსელში პირველი ვიზიტი და ნატოში მისი შეხვედრები კიდევ ერთ მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში მომავალში, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს საშუალება ექნება, უმაღლეს დონეზე გამართოს შეხვედრები, სადაც განიხილება საგარეო და უსაფრთხოების უმთავრესი პრიორიტეტები, საქართველოში რეფორმების მიმდინარეობა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ნატოში, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი პირველად ესტუმრება ნატოს შტაბბინას, სადაც მას საშუალება ექნება, უმაღლეს დონეზე გამართოს შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან, გენერალური მდივნის მოადგილესთან, სხვადასხვა სამსახურების უფროსებთან და ამავე დროს ორმხრივი შეხვედრების მიღმა ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს დონეზე, სადაც ნატოში წარმოდგენილ ალიანსის ელჩებს ექნებათ საშუალება, მასთან გაიარონ ისეთი საკითხები, როგორიც არის საგარეო და უსაფრთხოების უმთავრესი პრიორიტეტები, რეფორმების მიმდინარეობა ქვეყანაში, ნატოში ინტეგრაციის პროცესი. ახლოვდება ვაშინგტონის სამიტი წლევანდელ ზაფხულს. ძალიან მნიშვნელოვანი სამიტია ჩვენთვის.
ეს არის საიუბილეო სამიტი, 75 წლის იუბილე, სადაც განხილული იქნება არა მხოლოდ ალიანსის საფრთხეები და გამოწვევები, არამედ პარტნიორობის თემატიკაც, სადაც საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე და ამას აღიარებს მთლიანად ალიანსი. ამიტომ, ამ ინტერაქციას მოკავშირეებთან ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრემიერის ბრიუსელში პირველი ვიზიტი და ნატოში მისი შეხვედრები კიდევ ერთ მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში მომავალში“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ციხეში ჩემს მეუღლეს შემოუთვალეს, „თუ ფულს არ მოიტან, აჩიკოს მოვკლავთო“- დილით, ზარია კარზე და უცნობი მამაკაცი მეუბნება, ეს ბატონმა ბადრიმ [პატარკაციშვილი] გამოგიგზავნათო- ამ თანხის წყალობით გადავარჩინე ვაჟი, მაგრამ ეს არ იყო ერთეული შემთხვევები

ორთაჭალის ციხეში რომ გადამიყვანეს შოკში ჩავვარდი, მიმიჩინეს ადგილი ფანჯარასთან. ამ ფანჯარას მინა არ ჰქონდა და 5 თვე ვიყავი, თანდათან აცივდა, ამ სიცივეში გათბობა არა, ცხელი წყალი არა, დაბანის საშუალება არა, არანაირი მინა