პრემიერთან შეხვედრაზე ბევრი ახალი ინიციატივა გაჩნდა, მიხარია, რომ დღევანდელ რეალობაში შეგვიძლია, ეკონომიკის კიდევ უფრო ზრდაზე და წახალისებაზე ვისაუბროთ

პრემიერთან შეხვედრაზე ბევრი ახალი ინიციატივა გაჩნდა, მიხარია, რომ დღევანდელ რეალობაში შეგვიძლია, ეკონომიკის კიდევ უფრო ზრდაზე და წახალისებაზე ვისაუბროთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე საკმაოდ ბევრი საინტერესო საკითხი იყო, გავცვალეთ მოსაზრებები არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთანაც, – განაცხადა ბიზნესმენმა ირაკლი კვერღელიძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში ბევრ ინიციატივაზე იყო საუბარი.
„ბევრი ახალი ინიციატივა გაჩნდა, რაც მახარებს და სასიამოვნოა. მიხარია, რომ დღევანდელ რეალობაში შეგვიძლია, ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად ზრდაზე და წახალისებაზე ვისაუბროთ. ინიციატივები იყო ძალიან ბევრ სეგმენტში – ჯანდაცვის სექტორშიც, დეველოპმენტის სექტორში, იყო ტრანსპორტის სექტორშიც, მომსახურების სფეროშიც“, – აღნიშნა ირაკლი კვერღელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში