პრეზიდენტ სანდუს ცნობით, რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეაღწია

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა. სანდუს ინფორმაციით, ზე რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის დროს რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია.
პრეზიდენტმა სანდუმ სოციალურ ქსელ Х-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ როცა მოლდოვა და უკრაინა შობას ზეიმობენ, კრემლი ნგრევას ირჩევს, მიზანში იღებს უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას და რაკეტით არღვევს მოლდოვის საჰაერო სივრცეს.
სანდუს თანახმად, მოლდოვა გმობს ამ ფაქტებს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.
მაია სანდუ მოლდოვის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის შეღწევის დეტალებს არ აკონკრეტებს.
უკრაინული წყაროების თანახმად, ვინიცის ოლქის გავლით რუსულმა რაკეტამ მოლდოვისა და რუმინეთის ტერიტორიებზე 140 კილომეტრზე იფრინა.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტის შეღწევა უარყო.
რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით მორიგი მასირებული შეტევა დღეს, 25 დეკემბერს, მიიტანეს.
უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ პუტინმა მასირებული იერიში საგანგებოდ დაამთხვია შობის დღესასწაულს.
ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა გამოიყენა 70-ზე მეტი რაკეტა და 100-ზე მეტი დრონი, მთავარი სამიზნე კი ენერგეტიკა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პუტინის პრობლემა არაა იმდენად საკუთარი მოსახლეობა, რამდენადაც საკუთარი ჯარი. მილიონამდე მკვლელი, რომელიც უკან დაუბრუნდება “დედა რუსეთს”. ავღანეთის და ჩეჩნეთის ვეტერანები ძლივს გადახარშეს და ახლა უკრაინის ვეტერანები უნდათ?!