პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება და ტვ პირველთან, ამბობს:
პრეზიდენტ ზურაბიშვილის გეგმამ უნდა დააფიქროს ოპოზიცია იმიტომ, რომ საჭიროა ახლა გადაეწყოს პოლიტიკური პროცესი უფრო რაციონალურ, უფრო კოორდინირებულ და უფრო შეთანხმებულ მოქმედებებზე. ეს გულისხმობს პლატფორმის გაფართოებას, ეს გულისხმობს საერთო შეხების და გადაწყვეტილებების მიღების კარგ კოორდინაციასთან და ეს გულისხმობს, მათ შორის, ცვლილებების შემდგომ მომავალი მთავრობის ირგვლივ მეტ სიცხადესთან. ამიტომ არის ახლა საჭირო ამ გეგმით სვლა და იმ ენერგიის და იმ შესაძლებლობების მიმართვა მომავლისკენ და არა დაპირისპირებისკენ, რომელიც დაასუსტებს ახლა ამ ბრძოლას.
ცნობისთვის, გუშინ, ევროპული პარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა, დაგეგმილ ბრიფინგზე თქვა, რომ “არჩევნები “ქართული ოცნების” შემოგდებულია. ისაუბრა ბოიკოტზეც და თქვა, რომ ვერ იგებს მის არსს. მაშ, რა ქვია “ქართული ოცნების შემოგდებულ” არჩევნებში მონაწილეობას ან რა ქვია, “ქართული ოცნების” შემოგდებულ არჩევნებში არმონაწილეობას, მას არ უთქვამს.
