პრეზიდენტ ზელენსკიმ საქართველოს აფეთქება გადაწყვიტა?! – რა აკავშირებს ასაფეთქებელი მოწყობილობის გამომგზავნ ოდესელ ანდრეი შარაშიძეს მიხეილ სააკაშვილთან

პრეზიდენტ ზელენსკიმ საქართველოს აფეთქება გადაწყვიტა?! – რა აკავშირებს ასაფეთქებელი მოწყობილობის გამომგზავნ ოდესელ ანდრეი შარაშიძეს მიხეილ სააკაშვილთან
“სტრატეგიული დაგეგმარებისა და კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სახელმწიფო უსსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“პრეზიდენტ ზელენსკიმ საქართველოს აფეთქება გადაწყვიტა?!
ში მოქმედი საქართველოს საწინააღმდეგო ცენტრი , თბილისში არეულობის მოწყობას 2023 წლის დეკემბერში გეგმავდა. ეგრეთწოდებული რევოლუციის საბაბად, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობაზე უარის მიღება იქნებოდა. ეს სცენარი ჩაიშალა და ახალი გეგმით დაიწყეს ქმედება. ახლა მთავარი თემა არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება და არეულობის მოწყობაა. ძირითადი აქცენტი ხელისუფლების საყრდენების მოშლაზე, ს და მასთან დაახლოებული პირების დისკრედიტაციაზე კეთდება. პარალელურად დაგეგმილია საქართველოში დაძაბულობის კერების შექმნა და რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების ინსპირირება. სუს-ის მიერ დაკავებული უკრაინული მიკროავტობუსი, რომელიც ასაფეთქებელი საშუალებებით და დეტონატორებით იყო დატვირთული , ზემოთ ნათქვამ ადასტურებს. როგორც ჩანს, საქართველოს საწინააღმდეგო ცენტრის წინადადებას სისხლიანი პროვოკაციის მოწყობაზე, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკიმ მხარი დაუჭირა და სამხედრო დაზვერვის უფროსის ბუდანოვის ოპერაციას მწვანე აუნთო. როგორც სუსი იუწყება ასაფეთქებელ მოწყობილობებს საქართველოსა და რუსეთში ტერორისტული აქტებისთვის გამოიყენებდნენ. აფეთქებას საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეები შეეწირებოდნენ, საეთაშორისო მედია ამას რუსებს დააბრალებდა, მეხუთე კოლონა საქართველოს ხელისუფლებას დაადანაშაულებდა და მსხვერპლის ფონზე არეულობის მოწყობაც გაუადვილდებოდათ. მეორე ძირითადი ტერაქტი რუსეთში, ვორონეჟში იგეგმებოდა. საქართველოდან შემოტანილ ასაფეთქებელ ნივთიერებას დიდი მსხვერპლი მოყვებოდა, დააკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, მძღოლს, დამხმარეებს და სხვებს, რითაც რუსეთს საქართველოზე სარაკეტო დარტყმის ან პირდაპირი შემოჭრის საფუძველი გაუჩნდებოდა. ეხლა ყველამ დაფიქრდეს, არის თუა არა ზელენსკის ხელიუფლება ჩვენი მეგობარი და მათი უცხოელი დამფინანსებლები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები.
სუსი მადლობის ღირსია, მაგრამ ბევრი რამ არაის გასარკვევი: რა კავშირშია ასაფეთქებელი მოწყობილობის გამომგზავნი ოდესელი ანდრეი შარაშიძე მიხეილ სააკაშვილთან; რა გაგრძელებას და ღონისძიებებს გეგმავდა ქართული ლეგიონის შეიარაღებული პირები, რომლებიც უკრაინიდან ღიად ემუქრებიან საქართველოს ხელისუფლებას ჩამოგდებით; როგორ გამოიარა დატვირთულმა მიკროავტობუსმა , რუმინეთი და თურქეთი; ვინ უკეთებდა გადაადგილების უზრუნველყოფას; დასახელდეს კიევში მოქმედი საქართველოს საწინააღმდეგო ცენტრის ის წარმომადგენლები, რომლებმაც შეიმუშავეს ეს გეგმა: დასახელდნენ ის არასამთავრობო და პოლიტიკური ჯგუფები ვინც ამ პროვოკაციის მოწყობას გააპარებდნენ და საქართველოში არეულობის მოაწყობდნენ.
არავის ეგონოს , რომ ეს ჩვეულებრივი რიგითი საქმეა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდება სახიფათო პროვოკაციების მცდელობები! სუს-მა და მთლიანად ხელისუფლებამ , სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს, შესამუშავებელია პროვოკაციების აცილების მკაცრად რეგლამენტირებული კომპლექსური გეგმა. მსოფლოში მიმდინარე ქარტეხილების პირობებში დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ არავის ავარევინოთ ქეყანა და სამშობლო დავიცვათ!” – წერს მამალაძე

ასევე დაგაინტერესებთ