პრეზიდენტს საკუთარ ვეტოებს ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ ხოლმე – პრემიერი

პრეზიდენტს საკუთარ ვეტოებს ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ ხოლმე – პრემიერი
კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ იქნება კონკრეტული, სამართლებრივი, დასაბუთებული შენიშვნები წარმოდგენილი, აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ დღევანდელ ბრიფინგზე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ირაკლი მ აღნიშნა, დღემდე კანონპროექტთან დაკავშირებით არც ერთი კონკრეტული, დასაბუთებული შენიშვნა არ არის წარდგენილი.
„ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტი თავად არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოებს, ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ ხოლმე, რაც ერთი და იგივეა. მთავარი არის ჩვენთვის მოლაპარაკება სწორედ იმ სუბიექტებთან, რომლებმაც უნდა დაუწერონ სალომე ზურაბიშვილს ვეტო და ჩვენ ამაზე უკვე გვქონდა საუბარი.
მე პირადად მქონდა საუბარი ევროკავშირის, ეუთო-ს წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ვართ აბსოლუტურად ღია ამ მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის, თუ იქნება კონკრეტული, სამართლებრივი, დასაბუთებული შენიშვნები წარმოდგენილი კანონპროექტთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის. დღემდე არც ერთი კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა არ წარმოუდგენიათ, ახლა არის დროს ამისთვის.
თუ იქნება კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, დაიწყება მსჯელობა და მზად ვართ, რომ ყველამ ერთად ავსახოთ ეს საკითხები კანონპროექტში“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა