პრეზიდენტს დარჩა ერთადერთი კრიმინალი შესაწყალებლად – , ოღონდ ჯერ უნდა გადაწყვიტონ მისმა მბრძანებლებმა უცხოეთში, როდის აწყობთ ეს

„სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ეს შეწყალება არ იყო სენტიმენტალიზმის შედეგი, პრეზიდენტმა ამით წაახალისა სხვა ახალგაზრდებიც, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა მისაღებია და თუკი ვინმე გაიმეორებს, მათაც შეიწყალებს”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის, ს გადაწყვეტილებას ს შეწყალების შესახებ.
როგორც ხუნდაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციას ყველაფრის ჩადენის უფლება მისცა. მისი შეფასებით, საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და ქვეყნის დესტაბილიზაციას ვერავინ შეძლებს.
„სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. ეს შეწყალება არ იყო სენტიმენტალიზმის შედეგი, პრეზიდენტმა ამით წაახალისა სხვა ახალგაზრდებიც, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა მისაღებია და თუკი ვინმე გაიმეორებს, მათაც შეიწყალებს. ბუნებრივია, ყველასათვის ძნელად მოსასმენია, რომ ახალგაზრდა ბიჭმა 9 წელი ციხეში უნდა გაატაროს, მაგრამ აქ საქმე ეხება სახელმწიფოს უსაფრთხოებას და დანაშაულს, რომელიც ჩადენილია სამართალდამცავების მიმართ. პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით საყოველთაო მობილიზაციისკენ მოუწოდა ოპოზიციას და თან ყველაფრის ჩადენის უფლება მისცა.
თუმცა, ავიწყდება, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და ვეღარავინ ვერ შეძლებს ქვეყნის დესტაბილიზაციას, რაზეც წლებია უკვე ოცნებობენ. მათ შორის, ვერ შეძლებენ ვერც ქვეყნის გარედან, რამდენი მილიონიც არ უნდა დახარჯონ საკუთარი ენჯეოებით ქართულ პოლიტიკაში. პრეზიდენტს დარჩა ერთადერთი კრიმინალი შესაწყალებლად – . სადაც ამდენი იკადრა ზურაბიშვილმა და საკუთარ ღირსებას გადააბიჯა, რატომ არ შეიწყალებს ყველაზე დიდ დამნაშავეს? ოღონდ, ჯერ უნდა გადაწყვიტონ მისმა მბრძანებლებმა უცხოეთში, როდის აწყობთ ეს? ახლა, გაზაფხულზე თუ ს პიკში, შემოდგომაზე? როგორც ყველა დანარჩენში, აქაც მწარე მარცხს განიცდიან. არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია ქართველი ხალხისგან – მშვიდობის, სტაბილურობის და ჭეშმარიტი ევროპული გზის სასარგებლოდ”, – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები

ვროპული ბიუროკრატია დღემდე გამოხატავს წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული

როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, სასამართლო, ცესკო, იქ ხომ ჩანს, რომ არ ამოძრავებს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია ურთიერთობების დალაგება

ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას