პრეზიდენტმა Sky News-ის ეთერში, წინასაარჩევნოდ რუსეთისგან მომდინარე ზრდად საფრთხეებზე ისაუბრა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანული Sky News-ის ეთერში წინასაარჩევნოდ, სგან მომდინარე ზრდად საფრთხეებზე ისაუბრა.
მისი შეფასებით, პრორუსული ჯგუფები და პარტიები საქართველოში, ფართო საზოგადოებაში მიღებულები არ არიან, თუმცა მათი ნაწილი ფარულად იღებს რუსეთიდან დაფინანსებას – ისე, რომ თავს ოფიციალურად არ აიდენტიფიცირებს პრორუსად.
“ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ოქტომბერში. ჩვენ ვიცით ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნის გამოცდილება, როგორ შეუძლია რუსეთს ჩაერიოს არჩევნებში, როგორ შეუძლია რუსეთს აწარმოოს ჰიბრიდული ომი სხვა ქვეყნებში, – ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილებაც – კიბერ თავდასხმები, ეკონომიკური ზეწოლა. შეუძლია გამოიყენოს, ყველა ტიპის პროპაგანდა – დააფინანსოს გარკვეული მარგინალური ჯგუფები. საქართველოში პრორუსული ჯგუფები მარგინალურები არიან, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ჩვენ გვახსოვს ეს თავდასხმა. ამ გამოცდილებისა და მახსოვრობის მქონე საზოგადოებაში, პრორუსული ჯგუფებისა და პარტიების არსებობა ცოტა რთული წარმოსადგენია. თუმცა, არსებობენ პრორუსები, რომლებიც ოფიციალურად არ აიდენტიფიცირებენ თავს ასე, მაგრამ ფინანსდებიან [რუსეთიდან]. ასევე, აფინანსებენ გარკვეული ტიპის ანტიდასავლურ პროპაგანდას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა იმპიჩმენტზეც და სთხოვა დაედასტურებინა, რომ მმართველმა პარტიამ ეს პროცესი მისი დასავლეთთან სიახლოვის გამო წამოიწყო. ზურაბიშვილმა ეს დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ გასული წლის მოვლენებს შორის მთავარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება იყო.
“იმპიჩმენტის მცდელობა არ იყო წარმატებული. რეალური გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ გასულ წელს, იყო ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს არის ძირითადი გადაწყვეტილება, რომელმაც წაგვიყვანა იმ მხარეს, საითაც უნდა წავსულიყავით, საითაც მიდიოდა საქართველო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ში მიმდინარე ომზეც და სთხოვა რჩევა მიეცა მათთვის, რადგან საქართველოს უკვე აქვს რუსეთის თავდასხმის არაერთგზის გამოცდილება. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის უკრაინელებს რჩევას ვერ მისცემს, რადგან საქართველოს და უკრაინის ისტორია და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები თითქმის ერთმანეთის პარალელურად ვითარდება – დაწყებული იმპერიული რუსეთიდან მე-19 საუკუნეში, გაგრძელებული მე-20 საუკუნის საბჭოთა რუსეთიდან და დასრულებული თანამედროვე პერიოდით.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება