პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 9 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალებული 9 პირიდან, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, ერთი ქალი მსჯავრდებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩეხეთში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, პრაღაში რელოკაციის გზით გადასული ჩვენი ენჯეოშნიკების “შემდეგი სადგური” დიდი ალბათობით ესტონეთი იქნება, მის იქეთ კი უკვე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა