პრეზიდენტმა შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით სოფიო სიჭინავა, უჩა ვახანია და დიმიტრი წვერავა ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით სოფიო სიჭინავა, უჩა ვახანია და დიმიტრი წვერავა ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიება ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაიმართა და სახელმწიფო ჯილდოები პრეზიდენტმა სოფიო სიჭინავას, უჩა ვახანიასა და დიმიტრი წვერავას პირადად გადასცა.
„პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა ს სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო სიჭინავა საქართველოში შშმ პირების მიერ საარჩევნო უფლების დაბრკოლების გარეშე რეალიზების უზრუნველყოფასა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, შშმ პირთა მხარდაჭერისა და მათთვის ინოვაციური საარჩევნო სერვისების დანერგვის ხელშეწყობისათვის.
ღირსების მედლით დაჯილდოვდა ასევე, ფონდ „თაობისა“ და „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ დირექტორი, „საქართველოს ზრუნვის პლატფორმის“ თავმჯდომარე უჩა ვახანია საქართველოში სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირთათვის შინმოვლის – კვალიფიციური სამედიცინო და სოციალური მომსახურების ორგანიზებისა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, შინმოვლის ევროპული სტანდარტების, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ბიოფსიქოსოციალური მიდგომისა და ინტეგრირებული ზრუნვის დანერგვის ხელშეწყობისათვის.
სახელმწიფო ჯილდო ღირსების მედალი საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა ასევე, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტსა და აკადემიკოსს, დიმიტრი წვერავას სპორტული მედიცინის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა ფიზიკური რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციისათვის ინოვაციური მეთოდების დანერგვის, გამოყენებისა და საქართველოში იპოთერაპიის განვითარებისათვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს