პრეზიდენტმა შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილი და და-ძმა ყარალაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა

კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა.
პრეზიდენტმა, მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა „ცოდნის კაფეს“ თანაშემქმნელები და მოხალისეები – დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები, რომლებიც ს ტრაგედიას ემსხვერპლნენ.
“ნებაყოფლობით მოხალისეობა ეს არის მოქალაქეობის ნამდვილი გამოვლენა. თქვენ წარმოადგენთ ძალიან დიდი ძალას,რომელსაც ვერავინ ვერ შეაკავებს იმიტომ, რომ ეს არის თავისუფალი ძალა. თქვენ ხართ ევროპა იმიტომ, რომ ევროპა ეს არის – თავისუფლება, თავისუფალი ინიციატივა, თავისუფალი გაგემა იმის, თუ რა სჭირდება თქვენს ირგვლივ საზოგადოებას და ქვეყანას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ