პრეზიდენტმა შოვში დაღუპულ ახალგაზრდებს ღირსების მედალი მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შოვში დაღუპულ და-ძმას, სოფი და გიორგი ყარალაშვილებს და დავით ბერიაშვილს ღირსების მედალი მიანიჭა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დავით ბერიაშვილი და სოფი და გიორგი ყარალაშვილები, რომლებიც „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებლები იყვნენ, პრეზიდენტმა მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის დააჯილდოვა.
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის იყვნენ სოფი და გიორგი ყარალაშვილები და მათი მეგობარი დავით ბერიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა: სწორედ ამ ორი ლიდერის კონფლიქტზე და თანაარსებობის შესაძლებლობაზეა კავკასიის მომავალი დამოკიდებული. უბრალოდ, ბედის ირონიაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის დღეს მათ გვერდზე ასევე ფართო სურათის ხედვით

ანა წითლიძე ბრიტანეთის ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაზე – მკაფიოდ ითქვა, რომ გზას, რომლითაც „ოცნება“ მიდის, კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან და დიქტატურის გაძლიერებაა – მსგავი ტიპის მაღალი დონის შეხვედრებს კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება

პაატა ზაქარეიშვილი – ვერ ვხედავ, რომ „რევოლუცია მოდის“ და ვინც რევოლუციაზე ფიქრობს, შედეგებზე ფიქრობს? რაც შეეხება „ოცნებას“, მან გამოიყვანა ქართველების ახალი ჯიში, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის ციხეებში