პრეზიდენტმა შვიდი მსჯავრდადებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვიდი მსჯავრდადებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეწყალებულთაგან ერთი ქალია.
„ხუთი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო ორი მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა“, – წერია განცხადებაში.