პრეზიდენტმა ტრამპმა ჰააგის სასამართლოს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, ფინანსური და სავიზო სანქციები ვრცელდება პირებზე, რომლებიც ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების საწინააღმდეგო გამოძიებაში მონაწილეობენ.
პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკანონო და უსაფუძვლო ქმედებებს მიმართავს -ისა და მისი ახლო მოკავშირის, ს წინააღმდეგ.
ტრამპმა გადაწყვეტილება 6 თებერვალს მიიღო მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში დემოკრატებმა სენატში დაბლოკეს ICC-ის სანქცირების კანონპროექტი, რომელიც იანვარში დაამტკიცა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ.
კონგრესის ქვედა პალტამ ჰააგის სასამართლოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემის გამო.
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 6 თებერვალს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ICC-მ უფლებამოსილებით ბოროტად ისარგებლა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრების უსაფუძვლო ორდერები გასცა.
ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აშშ-ისა და ისრაელის მიმართ არანაირი იურისდიქცია არ გააჩნია, რადგან ეს ქვეყნები არ არიან რომის სტატუტის მონაწილეები და სასამართლოს წევრები და მის იურისდიქციას არ აღიარებენ.
პრეზიდენტ ტრამპის თანახმად, აშშ და ისრაელი არიან დემოკრატიული სახელმწიფოები, რომელთა შეიარაღებული ძალები მკაცრად იცავენ ომის წარმოების კანონებს. დოკუმენტში ისიც წერია, რომ ICC-ს ქმედებები საფრთხეს უქმნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში აშშ-ის მთავრობისა და მისი მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის მუშაობას.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, 2024 წლის ნოემბერში გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერები.
ნეთანიაჰუ და გალანტი ეჭვმიტანილი არიან ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციისას ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში. ისრაელის მთავრობამ ამ გადაწყვეტილებას აბსურდული და ანტისემიტური უწოდა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვაშინგტონის სანქციებს უწოდა კანონის უზენაესობაში ჩარევის მიუღებელი მცდელობა.
2002 წელს დაფუძნებული სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს 120-ზე მეტი ქვეყანა, რომლებსაც ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვთ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომის სტატუტი. აშშ და ისრაელი ამ ქვეყნებს შორის არ არიან.
ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არც აღიარებს. 2023 წლის მარტში სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
ICC-ს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.