პრეზიდენტმა ტრამპმა შეიწყალა კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულები

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა შეიწყალა კონგრესზე 2021 წლის 6 იანვარს მომხდარი თავდასხმის გამო ბრალდებულები.
შეწყალების აქტი ერთ-ერთი პირველი დოკუმენტია, რომელსაც ტრამპმა ხელი 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოაწერა. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, 1500-მდე ადამიანი შეიწყალა.
კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულთა შეწყალების განზრახვა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე, 2024 წლის დეკემბერში დაადასტურა.
2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ გაყალბდა.
2021 წლის 6 იანვარს, ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის ბორცვზე კონგრესის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ს გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებული იყო 1600-მდე პირი.