პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელის საზღვაო ბლოკადის ბრძანება გასცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის რეჟიმი დაადანაშაულა ნავთობის მოპარვაში და ვენესუელიდან მომავალი და ამ ქვეყნისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერების სრული ბლოკადის ბრძანება გასცა.
ტრამპმა გადაწყვეტილების შესახებ 17 დეკემბერს დაწერა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანახმად, ვენესუელა სამხრეთ ამერიკის ისტორიაში „ყველაზე დიდი არმადის“ სრულ ალყაშია. ტრამპი ვენესუელას დაემუქრა ზომების გაძლიერებითა და „დღემდე არნახული შოკით“, თუ -ს არ დაუბრუნებს ადრე მოპარულ ნავთობს, მიწებს და სხვა აქტივებს.
ვენესუელის დღევანდელი მმართველის, ნიკოლას მადუროს წინამორბედმა უგო ჩავესმა ნავთობის საბადოების ნაციონალიზაცია განახორციელა და თავისი განკარგულებით -ისა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოების კომპანიები აიძულა საკონტროლო პაკეტები გადაეცათ ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიისთვის PDVSA.
პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, „მადუროს უკანონო რეჟიმი მოპარულ ნავთობს იყენებს საკუთარი თავის, ნარკოტერორიზმის, ადამიანებით ვაჭრობის, მკვლელობებისა და ადამიანების გატაცების დასაფინანსებლად“, რის გამოც „ვენესუელის რეჟიმი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადეს.
ვენესუელის მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტი დაადანაშაულა საერთაშორისო სამართლისა და თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობის პრინციპების დარღვევაში და მის მუქარას „უგუნური“ უწოდა. ტრამპის პასუხად გავრცელებული განცხადების თანახმად, ვენესუელა გაეროს წესდების შესაბამისად იმოქმედებს და აღარასდროს გახდება რომელიმე უცხო სახელმწიფოს კოლონია.
2025 წლის შემოდგომაზე ტრამპის ადმინისტრაციამ კარიბის ზღვაში, ვენესუელის სანაპიროს მახლობლად განათავსა სამხედრო გემების უმსხვილესი დაჯგუფება ავიამზიდ Gerald R. Ford-ის მეთაურობით. ვაშინგტონმა მიზნად გამოაცხადა ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლა.
ამერიკელმა სამხედროებმა არაერთხელ დაარტყეს ვენესუელის გემებს, რომლებსაც შეერთებული შტატების თანახმად, ნარკოტიკები გადაჰქონდათ. მადუროს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტრამპის რეალური მიზანი არა ნარკოტიკებთან ბრძოლა, არამედ ვენესუელის ნავთობის მითვისება და ქვეყნის მთავრობის დამხობაა.
2025 წლის 10 დეკემბერს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ გამოაცხადა, რომ ვენესუელის სანაპიროსთან დააკავეს ნავთობის უკანონოდ ტრანსპორტირების გამო შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ტანკერი. ბონდის თანახმად, ტანკერი სანქცირებულია ვენესუელიდან და ირანიდან ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობისთვის. ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტანკერის დაკავებას „საერთაშორისო მეკობრეობის აქტი“ უწოდა.
ვენესუელის ნავთობის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები 2019 წლიდან მოქმედებს.
სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლის აპრილიდან.
ოპოზიციამ მადუროს ხელისუფლება საპრეზიდენტო ს გაყალბებაში არაერთხელ დაადანაშაულა, მათ შორის 2024 წელსაც, როცა ეგზიტპოლების და ოპოზიციის პარალელური დათვლის შედეგებით არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად ისევ ნიკოლას მადურო გამოაცხადა.
მადუროს, რომელიც ს მხარდაჭერით სარგებლობს, ვენესუელის პრეზიდენტად არ ცნობენ აშშ და დასავლეთის არაერთი სხვა სახელმწიფო.
ფორუმი