გუშინ, 2 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს ნაკრების დახვედრის ღონისძიება 2 ივლისს, 22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას მოქალაქეების მხრიდან უარყოფითი რეაქცია და სკანდირება მოჰყვა.
პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენი საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში მყოფ 26 ფეხბურთელს, ნაკრების 5 მწვრთნელსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 28 წარმომადგენელს წარმომადგენელს გადაეცა.
“სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა – გახარებული, ამ ბიჭების სასწაულით გახარებული, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის. ეს შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარულია და ეს ყველაფერი ამ ბიჭებს ისე აქვთ შერწყმული, რომ მიუღწეველს მიაღწიეს და ეს მხოლოდ დასაწყისია. ძალიან დიდი მადლობა მათ, თქვენ ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის.
მე მინდა, რომ თქვენი სახელით, ერთობის სახელით გადავცე ეს ჯილდო ბიჭებს, რადგან ეს ჯილდო არის მთავრობის, პრეზიდენტის და თქვენი ჯილდო და ვუსურვოთ, რომ გზა მათი გამარჯვებისა უსასრულო ყოფილიყოს” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
გთავაზობთ ღირსების ორდენით დაჯილდოებულთა სრულ სიას:
· სანდრო ალთუნაშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· გიორგი გველესიანი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· გიორგი გოჩოლეიშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· ლუკა გუგეშაშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· ზურიკო დავითაშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· ლაშა დვალი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· ბუდუ ზივზივაძე – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· ოთარ კაკაბაძე – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· ჯაბა კანკავა – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· გურამ კაშია – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი, კაპიტანი
· ხვიჩა კვარაცხელია – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· ნიკა კვეკვესკირი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· სოლომონ კვერკველია – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· ოთარ კიტეიშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· გიორგი ლორია – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· ლუკა ლოჩოშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· გიორგი მამარდაშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· ვლადიმერ მამუჩაშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· ანზორ მექვაბიშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· გიორგი მიქაუტაძე – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· საბა საზონოვი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· გიორგი ქვილითაია – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· გიორგი ქოჩორაშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· ლევან შენგელია – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· გიორგი ჩაკვეტაძე – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· გიორგი წიტაიშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
· ვილი სანიოლი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი
· ფაბიენ ბოსუე – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი
· დავით გვარამაძე – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი
· ადელ შედლი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი
· ზურაბ ხიზანიშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი
· ლევან კობიაშვილი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
· დავით მუჯირი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი
· კახა ჭუმბურიძე – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.
· აკაკი ალადაშვილი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი
· ალექსანდრე იაშვილი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი
· ნიკოლოზ ჯღარკავა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი
· ზაზა ზამთარაძე – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი.
· ოთარ გიორგაძე – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მედია ოფიცერი
· გელა გუჩუა – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ადმინისტრატორი
· გიორგი დვალიშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ოპერატორი
· ვლადიმერ დვალიშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სპორტული მენეჯერი
· გიორგი დუღაძე – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების უსაფრთხოების ოფიცერი
· ლევან ზამთარაძე – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ანალიტიკოსი
· კონსტანტინე თედელური – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შეფ-მზარეული
· გიორგი კაციტაძე – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მენეჯერი.
· ლაშა კუპრაშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფოტოგრაფი.
· ბაჩანა-კარლო ლაგვილავა – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიდეო კონტენტის მენეჯერი.
· გრიგოლ ლეჟავა – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ადმინისტრატორი.
· დიმა ნებიერიძე – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სოციალური მედია მენეჯერი.
· გიორგი ქოჩლაძე – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ადმინისტრატორი.
· ირაკლი ჩიტაური – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ანალიტიკოსი.
· ლევან ხარაზოვი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მედია ოფიცერი.
· მიხეილ აბრამიშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფიზიოთერაპევტი.
· გიორგი ბჟალავა – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფიზიოთერაპევტი.
· თენგიზ გულბიანი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფიზიოთერაპევტი.
· დევიდ ვები – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ასისტენტ მწვრთნელი.
· გიორგი ჩანგელია – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმი.
· დავით ხარაბაძე – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმი.
აქამდე, 13 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვეს, რომ სალომე ზურაბიშვილს ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების შესაბამისი აქტისთვის ხელი არ მოუწერია.
მთავრობის წარმომადგენლებს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების ღირსების ორდენით დაჯილდოების აქტი 23 მაისს გამოსცა.
16 ივნისს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ღირსების ორდენები, როცა მათი კოლეგები გამოტოვეს.
“რამდენი ხნის წინ პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატებული ფეხბურთელები წარადგინა ღირსების ორდენზე, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. მას შემდეგ, რაც აღვნიშნე, რომ სამწუხარო იყო, ამდენი ხანი რომ არ დააჯილდოვა პრეზიდენტმა ფეხბურთელები, შემდეგ თქვეს, რომ განკარგულება გამოცემული ჰქონდათ. უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც მათთან ერთად იბრძოდნენ, გამოტოვეს. ეს წარმოუდგენელია”. – თქვა კალაძემ.
საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კი თქვა, რომ ნაკრების ფეხბურთელები თვითონ გადაწყვეტენ, მიიღონ თუ არა ღირსების ორდენები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან და მათ არ შეიძლება “ვინმემ რაღაც მიუთითოს”.
“ჩვენი ფეხბურთელები თვითონ გადაწყვეტენ მიიღონ თუ არა ის ჯილდო, რაც პრეზიდენტმა მათთვის გადაწყვიტა, მთავრობის ინიციატივის საფუძველზე. მათი განცხადება მათი განცხადებაა და პატივს ვცემ მათ აზრს. პატივს რასაც ჯერჯერობით ვერ ვცემ, იმიტომ, რომ არ მესმის, ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ისტორიულ ჩემპიონატზე რომ მიდის საქართველოდან გუნდი, ეს არის ნაკრები პლუს ყველა ის ადამიანი, ვინც გუნდის წარმატებაში მონაწილეობს, ამ ერთიან გუნდში შეიტანოს განხეთქილება, ამას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი”. – აღნიშნა წულუკიანმა.