პრეზიდენტმა პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ კანონს ხელი არ მოაწერა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ კანონს ხელი არ მოაწერა. ინფორმაცია ფორმულას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
პარლამენტმა კანონი 17 სექტემბერს მიიღო.

კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ კანონს ხელს პრეზიდენტი არ აწერს, აწერს პარლამენტის თავმჯდომარე.
კანონით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ “ოჯახური ღირებულებების დაცვა” სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ.
პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ”, დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა. ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.