პრეზიდენტმა “ოფშორების კანონს” ვეტო დაადო – პრეზიდენტის გადაწყვეტილება

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები.

19 აპრილს “ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით, დაჩქარებული წესით შეიტანა საგადასახადო კოდექსში ცვლილებება, რომლითაც ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება

ახალი კანონით, უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში კომპანია საშემოსავლო და მოგებისა გადასახადისგან ერთჯერადად გაათავისუფლდება.

„საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩეხეთში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, პრაღაში რელოკაციის გზით გადასული ჩვენი ენჯეოშნიკების “შემდეგი სადგური” დიდი ალბათობით ესტონეთი იქნება, მის იქეთ კი უკვე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა