პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას – “ჩვენი ხმა ევროპას” შეუერთდნენ.
ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.
მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინა პარადოქსების ქვეყნად იქცა. კალაძეს რომ სპორტის ოსტატის წოდებას ართმევ, მასზე უკეთესს ვის ანიჭებ? როგორც პოლიტიკოსი მოგწონს თუ არა, ფაქტი ჯიუტია, რომ კალაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია