პრეზიდენტმა კამპანიის – “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

გრძელდება პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული ხელმოწერების შეგროვების კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას!” მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.
ამჯერად, საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში მედიის იმ წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც კამპანიას შეუერთდნენ.
ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.
“თუ რამე არის და რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცი,ა ის, რასაც მოგვიწოდებს ევროპა სწორედ ეს არის, ყველას შეუძლია ერთმანეთთან დგომა, ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთთან აზრის გაცვლა. ღმერთმა არ ქნას ყველას ერთი აზრი ჰქონდეს, ეს გავლილი გვაქვს, ეს ეკუთვნის სხვა წარსულს და აღარასდროს დაბრუნდეს ის დრო, როდესაც ყველას მოეთხოვებოდა, რომ ერთნაირად ეფიქრათ და ერთნაირად ელაპარაკათ. დღეს ვართ შეკრებილი კამპანიის ფარგლებში – შენი ხმა ევროპას და თქვენ, ყველას ხმა მივა ევროპამდე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან ერთადერთი შეხვედრა გვქონდა, ეს იყო პირდაპირი მოწოდება, რომ უნდა გავმხდარიყავით გმირები და გმირად გახდომა ნიშნავდა იმას, რომ უნდა გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ის მოქმედებდა, როგორც დიფ სთეითის აგენტი

ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა, რაღაც რიტუალივით აქვთ, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას 300-კაციანი აქციით და ბრუნდებიან სახლებში, ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში, ამისთვის ერთგვარი მადლობაც შეიძლება გადავუხადოთ მათ

არ შეიძლება, დავუშვათ ამ ქვეყანაში რადიკალური პოლიტიკის გარედან დაფინანსება, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები, ყველანაირი პროცესის წამომწყები, რაც პოლიტიკას უკავშირდება, შეიძლება იყოს ქართველი ხალხი და არავინ სხვა