პრეზიდენტმა 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.
უფრო კონკრეტულად. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო კოჯორში იუნკერების მემორიალი და პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებული იუნკერების მემორიალური დაფა.
“სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.