პრეზიდენტმა ზელენსკიმ პარლამენტს მიმართა საომარი მდგომარეობის გასაგრძელებლად

უკრაინის პრეზიდენტმა მ პარლამენტს, ვერხოვნა რადას მიმართა საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გასაგრძელებლად. ამჟამად მოქმედი ვადა 9 მაისს იწურება.
შესაბამისი კანონპროექტები უკრაინის პარლამენტის საიტზე დღეს, 15 აპრილს გამოქვეყნდა.
როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, პარლამენტი ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მეთხუთმეტედ უყრის კენჭს საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელებას.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· ში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
· უკრაინას, რომელიც თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიები მიღება.
ფორუმი