პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვილნიუსიდან დაიწყო ტურნე ბალტიის ქვეყნებში

უკრაინის პრეზიდენტი იმყოფება ვილნიუსში, სადაც მოლაპარაკებას გამართავს ლიეტუვის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის სპიკერთან. ლიეტუვაში ს ვიზიტი წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა. ლიეტუვის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ესტონეთს და ლატვიას ეწვევა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ეს სამი რესპუბლიკა, რომლებიც დღეს ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან, უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მოკავშირეებად რჩებიან.
რუსეთთან ომში მყოფი დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს დამატებით სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. ვილნიუსში ჩასულმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ლიეტუვა, ლატვია და უკრაინის საიმედო მეგობრები და პრინციპული პარტნიორები არიან.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ბალტიის ქვეყნებში ვიზიტისას განიხილავს უსაფრთხოების, ევროპის შემდგომი მხარდაჭერის კოორდინაციისა და ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის ინტეგრაციის საკითხებს.
2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის ლიდერებმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ს წინააღმდეგობის გამო, ვერ შეძლეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების საკითხის გადაწყვეტა.
რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს კონგრესისგან თანხმობის მიღებას უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად 61 მილიარდ დოლარზე მეტის მობილიზებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა