საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები და სამწვრთნელო შტაბი პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოვების ცერემონია თავისუფლების მოედანზე გაიმართა, სადაც ფეხბურთელები იქ შეკრებილ გულშემაკტივარს შეხვდნენ.
დაჯილდოვებამდე, სცენაზე პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ავიდა და სალომე ზურაბიშვილი წარადგინა.
“გილოცავთ ყველას, გილოცავთ უდიდეს წარმატებას, უდიდეს სიხარულს, რომელსაც ევროპაში უწოდეს ქართული სასწაული. ვიდრე ჩემს სათქმელს ვიტყვი, მინდა, ვთხოვო სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც სურს ბიწების დაჯილდოვება ღირსების ორდენებით”.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ადგილზე მსვლელობით მივიდნენ. მათ ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს. გულშემატკივრების ნაწილი ნაკრების წევრებს გზად, სიმღერითა და შეძახილებით ეგებებოდა. ზოგიერთ მათგანს საქართველოს დროშები ეჭირა და ეროვნული ნაკრების მაისური ეცვათ.