პრეზიდენტმა ბაიდენმა შეიარაღებული ძალების გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და -ის არმიის შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა კ.ბრაუნმა უმცროსმა, 16 იანვარს, პრეზიდენტ ს პატივსაცემად გამოსამშვიდობებელი ცერემონია გამართეს გაერთიანებულ ბაზა მაიერ-ჰენდერსონ -ჰოლში (ვირჯინია). ცერემონიაში ასევე მონაწილეობდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი .
გამოსამშვიდობებელი ცერემონია შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ და აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა გახსნეს. მათ ბაიდენს მადლობა გადაუხადეს იმ ყურადღებისა და ზრუნვისთვის, რომელსაც იგი პრეზიდენტობის დროს სამხედროებისადმი იჩენდა.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა ბაიდენმა სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა ყველა სამხედრო მოსამსახურეს და მათ ოჯახებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი ავლენენ მათთვის საყვარელ ადამიანებისადმი, რომლებიც სამხედრო მოვალეობას იხდიან შეერთებული შტატების წინაშე. ამავე დროს, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ყველა ამერიკელი ვალშია სამშობლოს დამცველების წინაშე.
უფრო ადრე შეერთებული შტატების დემოკრატი პრეზიდენტი, 82 წლის ჯო ბაიდენი, უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, 15 იანვარს, ამერიკელებს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართვით გამოემშვიდობა.
ჯო ბაიდენის განცხადებით, მასში დიდ შეშფოთებას იწვევს მცირერიცხოვანი უმდიდრესი ადამიანების ხელში ძალაუფლების სახიფათო კონცენტრაცია. ბაიდენის თქმით, დღეს ამერიკაში ყალიბდება ოლიგარქია, რომელსაც უზარმაზარი სიმდიდრე, ძალაუფლება და გავლენა აქვს და ემუქრება დემოკრატიას, ძირითად უფლებებს და თავისუფლებას და სხვების მიერ წარმატების პატიოსნად მიღწევის შანსებს.
პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება.

78 წლის რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017-2021 წლებშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა