პრეზიდენტი DW-ს ეთერში – ეს არის მასიური ეროვნული პროტესტი ძალაუფლების უზურპაციისა და საქართველოს სკენ მითრევის მცდელობის წინააღმდეგ – რუსული სისტემა ფეხს იდგამს საქართველოში და მოსახლეობა ამას მასობრივად აპროტესტებს

ეს არის მასიური ეროვნული პროტესტი ძალაუფლების უზურპაციისა და საქართველოს სკენ ან რუსეთში მითრევის მცდელობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“ეს მხოლოდ წყლის ჭავლი და დაკავებები არ არის. არსებობს სისტემური ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ, არის სისტემური ძალადობა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებსაც მათი ხმა წაართვეს არჩევნებზე. მათი ეტაპობრივად ქვეყანაში არსებული ყველა ინსტიტუტი წაართვეს.
რუსული სისტემა ფეხს იდგამს საქართველოში და ეს არის, რასაც საქართველოს მოსახლეობა თბილისში მასობრივად აპროტესტებს ამ დღეებში და რაც ძალიან ახალია საქართველოში, პროტესტები საქართველოს ყველა ძირითად ქალაქზე ვრცელდება. პროტესტი ასევე იზრდება საჯარო სამსახურში, სადაც ხალხი ხელს აწერს საჯარო პროტესტებს ან თანამდებობებს ტოვებენ, მათ შორის დიპლომატიურ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ევროკავშირში არსებულ საელჩოებში.
ეს არის მასიური ეროვნული პროტესტი ძალაუფლების უზურპაციისა და საქართველოს რუსეთისკენ ან რუსეთში მითრევის მცდელობის წინააღმდეგ,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა დოლიძე: ციხიდან გამოტანილი მაცივრის შეხედვისას უნდა გაგვახსენდეს ერთი რამ: დაახლ. 700 ათას ადამიანი საქართველოში იღებს სოციალურ შემწეობას, 128 ათასი ოჯახი. ეს ის სახლია ვისაც სახლში ხშირად არ აქვს მაცივარი!