პრეზიდენტი – 84 შულავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ქვეყნის მომავალს, მომავალი ჩვენია – მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის

მე ამ საღამოს თქვენთ ვარ, 84 შუალავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია , – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას.
პრეზიდენტის ეკრანზე გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.
სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.
„ახლა გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი, ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს, ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე. გაბრაზებულები ხართ ხომ დღეს და გაბრაზდით? – მაგრამ დავიწყოთ საქმე, საქმე არის რომ უნდა მოვამზადოთ პირველ რიგში ნამდვილი რეფერენდუმი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – რკინიგზის მოდერნიზაცია აძლიერებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას – ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, შუა დერეფანი საბოლოოდ იქცეს ყველაზე საიმედო, უსაფრთხო და ეფექტიან კორიდორად რეგიონში