პრეზიდენტი: 26-ში ქართველები არჩევანს გააკეთებენ ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ “საქართველო და ქართველი ხალხი თავის ევროპულ გზაზე ყოველთვის გრძნობდა და გრძნობს პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას”.
სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო ს მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის.