საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ “საქართველო და ქართველი ხალხი თავის ევროპულ გზაზე ყოველთვის გრძნობდა და გრძნობს პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას”.
სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის.