პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ბრუნდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სამშაბათს, 23 ივლისს, ვაშინგტონში დაბრუნდება და მოვალეობის შესრულებას თეთრი სახლიდან გააგრძელებს.
81 წლის ჯო ბაიდენს 17 ივლისს დაუდასტურდა დაავადება Covid-19-ის გამომწვევი კორონავირუსი და მას შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა დელავერის შტატში, თავის სახლში, საიდანაც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას განაგრძობდა.
პრეზიდენტი თეთრ სახლში დაბრუნდება 23 ივლისს, ვაშინგტონის დროით 14:30 საათზე.
ერთი დღით ადრე, 22 ივლისს, -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ჯო ბაიდენის ექიმის, კევინ ო’კონორის დასკვნა, რომ პრეზიდენტს კორონავირუსის სიმპტომები აღარ აქვს, სხეულის ტემპერატურა, პულსი და წნევა ნორმაშია და ფილტვები – სუფთა.
21 ივლისს თვითიზოლაციაში მყოფმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს ს კანდიდატურას უჭერს.
27 ივნისის შემდეგ, როცა ჯო ბაიდენს რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპთან პირველი წარუმატებელი დებატები ჰქონდა, აშშ-ის პრეზიდენტს არაერთმა დემოკრატმა მოუწოდა, უარი ეთქვა მეორე ვადით კენჭისყრის განზრახვაზე.
დემოკრატები შიშობდნენ, რომ 81 წლის ბაიდენი თავისი ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა ტრამპთან წარმატებით ბრძოლას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ ოთხი წლით ეფექტიანად მუშაობა გაუჭირდებოდა. 21 ივლისამდე ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ საარჩევნო მარათონიდან გასვლას არ აპირებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 5 ნოემბერს ჩატარდება, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატია ყოფილი პრეზიდენტი, 78 წლის . 22 ივლისს მან CNN-ს განუცხადა, რომ ჰარისს ბაიდენზე უფრო მარტივად დაამარცხებს.

ასევე დაგაინტერესებთ