“პრეზიდენტი ხალხის სამსახურშია… მისთვის ქვეყნის მოღალატე მე არ მიწოდებია” – ლაშა ტალახაძე

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულში შესული ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე პრეზიდენტს სპორტსმენების დაჯილდოებისთვის მადლობას უხდის და ამბობს:
“ქვეყნის მოღალატე მე არ მიწოდებია და არც არავის არ ვუწოდებ. ეს თვითონ მათ მოკითხეთ, ვინც უწოდებს. რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” პოზიციას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა დღეს. მე ვთვლი, რომ დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი არიან ხალხის სამსახურში. შეიძლება, უხეშად გამომივიდეს, მაგრამ მოვალეობაც კი არის, რომ როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი აღწევს დიდ წარმატებას მსოფლიო ასპარეზზე, უნდა გადასცე და მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს”, – ამბობს ლაშა ტალახაძე.
ცნობისთვის, დღეს, 13 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელზე, ორბელიანების სასახლესთან, ქართველი ოლიმპიელები და პარალიმპიელები დააჯილდოვა.
ცნობისთვის, ლაშა ტალახაძემ, 2018 წელს ს საარჩევნო კლიპში მიიღო მონაწილეობა.