პრეზიდენტი ხაზარაძე-გახარიას პირისპირ შეხვედრაზე – მე ვეპატიჟები ორივეს სადილად, მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ, შეხვდნენ – პირიქით, ძალიან კარგი იქნება

მე ვეპატიჟები ორივეს 15:00 საათზე, სადილად. მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ, შეხვდნენ. პირიქით, ძალიან კარგი იქნება, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პოზიციას, რომ ორბელიანის სასახლეში სტუმრობამდე ის და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პირისპირ უნდა შეხვდნენ.
პრეზიდენტმა მცირე კომენტარი „ტვ პირველთან“ გააკეთა.
როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი გახარია მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია. პრეზიდენტის წინადადება ორივე მხარემ გაიზიარა, თუმცა დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიასთან პირისპირ შეხვედრის გარეშე პრეზიდენტთან მისვლა უპატივცემლობა იქნებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე – არის მოლოდინი, რომ „დიფ სთეითის“, ამჟამად ბრიუსელის მხრიდან ოპოზიციას კიდევ ექნება დახმარება, ამ დონის ადამიანის ჩამოსვლა კი ერთ-ერთი რესურსია, რომ ამას წერტილი დაესვას – ასეთი ვიზიტები ისტერიკაში აგდებს ოპოზიციას