პრეზიდენტი: შეიქმნა ადვოკატების ჯგუფი, რომელიც უფასოდ დაიცავს მოქალაქეებს

პრეზიდენტის, ს განცხადებით, შეიქმნა ადვოკატთა და იურისტების ჯგუფი, რომელიც პროტესტზე დაკავებულებს უფასოდ დაეხმარება სამართლებრივად.
„სასიხარულო და არც ისე სასიხარულო ამბავი გვაქვს. ასეთი რამ არ უნდა იყოს საჭირო ქვეყანაში. დღეს, გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, რაშიც ვიმყოფებით ჩვენ და ახალგაზრდები, — და არა მხოლოდ ახალგაზრდები, — ვინც სხვადასხვა მარშში, პროტესტით, ქუჩაში არიან… არიან დაპატიმრებულნი ძალიან რთულ პირობებში. გუშინ რომ ქალთა მარში მოვიდა ჩემთან, იქაც იყო ანგარიშსწორება, მიუღებელი ფორმით.
ამ ადამიანებს მერე აპატიმრებენ ასევე მიუღებელი ფორმებით, მათ სჭირდებათ ყველანაირი დაცვა. სჭირდებათ დაცვა, როცა სახლში მოდიან ჩხრეკისთვის.
შეიქმნა ჯგუფი ადვოკატების და იურისტების, რომელიც იმისთვის შეიკრიბა, რათა დაიცვას ჩვენი მოქალაქეები, მისცენ სამართლებრივი რჩევები და ამისთვის, მგონი, ცხელი ხაზიც იქნება, და მერე გაუწიონ ყველა საჭირო დახმარება, უსასყიდლოდ. ეს არის ძალიან დიდი სამოქალაქო შეგრძნების გამოხატულება. ესაა, რაც ქმნის საზოგადოებას. ჩვენ თვალწინ, სხვადასხვა კუთხით და მიმართულებით, იქმნება ნამდვილი, ქართული, თავისუფალი საზოგადოება. ესაა ჩვენი იმედის წყარო, ვინაიდან ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერც ერთი რეჟიმი ვერასდროს მოუგებს.
ჩვენ გვინდა, ის ადამიანები, ვინც დღეს ციხეში არიან ან ხვალ დაემუქრებიან, იყვნენ დაცულნი. კიდევ უფრო გვინდა, რომ ციხიდან გამოვიდნენ. დარწმუნებული ვარ, სწრაფად განთავისუფლდებიან. სხვა გზა რეჟიმს არ ექნება“, — განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს