პრეზიდენტი – შეინიშნება შემაშფოთებელი ესკალაცია – მშვიდობიანი დემონსტრაცია ახალი დაწყებული იყო, როდესაც დარბევა დაიწყო

მშვიდობიანი დემონსტრაცია ახალი დაწყებული იყო, როდესაც დარბევა დაიწყო , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დღევანდელ საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
პრეზიდენტი აღნიშნულს „შემაშფოთებელ ესკალაციად“ აფასებს.
„დღეს ღამით შეინიშნება შემაშფოთებელი ესკალაცია. მშვიდობიანი დემონსტრაცია ახალი დაწყებული იყო, როდესაც დარბევა დაიწყო. ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე და პროტესტის უფლებაზე – დარღვეულია ძირითადი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ აპატიმრებენ და ეპყრობიან ადამიანებს დაკავების შემდეგ”, – წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – ოპოზიციის მხარესაც არის ნდობის კრიზისი, აჩვენეს, რომ ერთიანი მოქმედება შეუძლებელია – შეუძლებელია ხალხს ეუბნებოდე: „ქვეყანა იღუპება, დიქტატურაა, გავიღვიძეთ რუსეთში“ და ყველა საკუთარი პარტიული ბანერებიდან ლაპარაკობდეს