პრეზიდენტი – ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მათ შორის, პრეზიდენტს ევალება, ყველაფერი გააკეთოს, რომ უფრო სწრაფად მივაღწიოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს – ეს ეხება როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირს, რომელთანაც ამჟამად ყველაფერი გაჩერებულია

საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გარკვეული ზომები და არ მიიღო სხვა ზომები, რომლებსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ელოდებოდნენ. აქ საუბარია რუსულ კანონზე და იმაზე, რომ არ შედგა იუსტიციის საბჭოს რეფორმა – ეს არის ის, რაც ხელს უშლის ჩვენს სწრაფ სვლას ევროკავშირისა და ნატოსკენ, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში მედიის მიერ დასმულ კითხვას, „მიისწრაფვის თუ არა საქართველო ნატოსკენ? როგორ მიმდინარეობს საქართველო – ნატოს ურთიერთთანამშრომლობა?“.
ს განცხადებით, ქართველი ხალხი ბრძენია და იცის სად არის მისი ევროპული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი მომავალი.
„ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. საქართველოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მათ შორის, პრეზიდენტს ევალება, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ უფრო სწრაფად მივაღწიოთ ამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს.
ეს ეხება როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირს, რომელთანაც ამჟამად ყველაფერი გაჩერებულია. იმის შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გარკვეული ზომები და არ მიიღო სხვა ზომები, რომლებსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ელოდებოდნენ. აქ საუბარია რუსულ კანონზე და იმაზე, რომ არ შედგა იუსტიციის საბჭოს რეფორმა. ეს არის ის, რაც ხელს უშლის ჩვენს სწრაფ სვლას ევროკავშირისა და ნატოსკენ. დიდი იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი ბრძენია და იცის სად არის მისი ევროპული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი მომავალი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ვარშავაში, საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა, პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცელის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი – სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის საქმიანობას და მისდამი ნდობას

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და ახალი ფორმატების ათვისება