პრეზიდენტი – „ქართული ოცნება“ “რუსული ოცნებაა”

„ქართული ოცნება“ “რუსული ოცნებაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ს განმარტებით, დღეს სახელმწიფოზე ფიქრი, ევროპული გზის გადარჩენას ნიშნავს.
„მე, ძალიან დიდხანს, ბევრ რამეზე თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ ვთვლიდი, რომ როცა ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობას კვალიფიკაციას აძლევს, მაგალითად, პრორუსული არის თუ არ არის – უამრავჯერ მკითხეს საზღვარგარეთ. ყოველთვის თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ არ შეიძლება, ქვეყანას თავისი გზა გადაუჭრა, მაგრამ ახლა უკვე ჩვენ ისეთ გზაჯვარედინსა და „ან-ან“ სიტუაციაში ვართ, რომ რაც პრეზიდენტს მოეთხოვება, ნეიტრალურობა, სიფრთხილის შენარჩუნება, სახელმწიფოზე ფიქრი, დღეს სახელმწიფოზე ფიქრი არის დამოუკიდებლობაზე ფიქრი და ევროპის გზის გადარჩენა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ