პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს – დღეს, რთული პერიოდის წინაშე, ქართველებს გვჯერა, რომ თქვენი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მოგვცემს, რათა დაგვეხმაროს ქვეყნის ევროპულ გზაზე აღდგენაში

საქართველოს პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს ულოცავს ევროპარლამენტის მიერ ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას და ახალ მანდატს.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოთქვამს რწმენას, რომ მისი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მისცემს, რათა დაეხმაროს ქვეყანას მის ევროპულ გზაზე.
“გილოცავთ, პრეზიდენტო ურსულა ფონ დერ ლაიენ, თქვენს ახალ მანდატს. მჯერა, რომ როგორც აქამდე იგივე ერთგულებით გააგრძელებთ ში, საქართველოსა და მოლდოვაში თავისუფლებისა და დემოკრატიის და უფრო დიდი და ძლიერი ევროპის პრინციპის დაცვას.
დღეს, რთული პერიოდის წინაშე, ჩვენ, ქართველებს გვჯერა, რომ თქვენი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მოგვცემს, რათა დაგვეხმაროს ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე აღდგენაში”, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს