პრეზიდენტი ტრამპი უკრაინას დამატებით იარაღს დაჰპირდა

ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს ს გაუგზავნოს დამატებითი, ძირითადად, თავდაცვისთვის საჭირო იარაღი. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს 7 ივლისს განუცხადა თეთრ სახლში, ს პრემიერ-მინისტრ სთან ვახშმის წინ.
პრეზიდენტ ტრამპის ამ განცხადებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შეუჩერა ზოგიერთი სახეობის იარაღის მიწოდება, რაც პენტაგონის მარაგების შემცირებით გამოწვეულ საფრთხეს და სიტუაციის შეფასების აუცილებლობას დაუკავშირეს.
7 ივლისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა ძლიერი დარტყმების ქვეშაა, უამრავი ადამიანი იღუპება, ამიტომ საჭიროა თავი დაიცვას.
-ის პრეზიდენტმა ისევ თქვა, რომ იმედგაცრუებული და უკმაყოფილოა ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინით, რომელიც არ შეჩერდა.
4 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მორიგი სატელეფონო საუბრები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ სთან.
პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად პროგრესს ვერ მიაღწია. ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილეს.
რუსეთის არმია ინტენსიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს და სახმელთო შეტევებითაც ცდილობს ახალი რაიონების დაპყრობას.
გამოცემა Politico-ს წყაროთა ცნობით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ზოგიერთი სახეობის იარაღის მიწოდება შესაძლოა, განაახლოს პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის და უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის შეხვედრების შემდეგ, რომლებიც ამ და მომავალ კვირაში რომსა და კიევშია დაგეგმილი.
ფორუმი