პრეზიდენტი ტრამპი რუსეთზე „მნიშვნელოვანი განცხადების” გაკეთებას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ბოლო ხანს არაერთხელ გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინით იმედგაცრუება და უკმაყოფილება, ორშაბათს(14 ივლისს) რუსეთის შესახებ „მნიშვნელოვანი განცხადების“ გაკეთებას აპირებს. ეს ტრამპმა 10 ივლისს უთხრა ტელეკომპანია NBC-ს.
აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რა განცხადება იქნება ეს.
დონალდ ტრამპმა ისევ გამოხატა რუსეთით იმედგაცრუება უკრაინაზე მასირებული შეტევების გამო და ისიც განაცხადა, რომ კონგრესი მიიღებს კანონპროექტს ახალი და მტკივნეული სანქციების შესახებ.
ამასთან, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ამ სანქციების ამოქმედება საბოლოოდ მან უნდა გადაწყვიტოს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებითვე, ნატოსთან მიაღწია შეთანხმებას, რომ უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ალიანსი შეიძენს.
ბოლო ხანს მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს უკრაინას გადასცეს კიდევ ერთი ანტისარაკეტო სისტემა Patriot-ი. ეს იქნება ტრამპის ადმინისტრაციის პირველი მსგავსი გადაწყვეტილება, რადგან დღემდე უკრაინა იღებს ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ სამხედრო დახმარებას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)