პრეზიდენტი ტრამპი რუსეთზე „მნიშვნელოვანი განცხადების” გაკეთებას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი , რომელმაც ბოლო ხანს არაერთხელ გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინით იმედგაცრუება და უკმაყოფილება, ორშაბათს(14 ივლისს) რუსეთის შესახებ „მნიშვნელოვანი განცხადების“ გაკეთებას აპირებს. ეს ტრამპმა 10 ივლისს უთხრა ტელეკომპანია NBC-ს.
-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რა განცხადება იქნება ეს.
დონალდ ტრამპმა ისევ გამოხატა რუსეთით იმედგაცრუება უკრაინაზე მასირებული შეტევების გამო და ისიც განაცხადა, რომ კონგრესი მიიღებს კანონპროექტს ახალი და მტკივნეული სანქციების შესახებ.
ამასთან, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ამ სანქციების ამოქმედება საბოლოოდ მან უნდა გადაწყვიტოს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებითვე, ნატოსთან მიაღწია შეთანხმებას, რომ უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ალიანსი შეიძენს.
ბოლო ხანს მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს უკრაინას გადასცეს კიდევ ერთი ანტისარაკეტო სისტემა Patriot-ი. ეს იქნება ტრამპის ადმინისტრაციის პირველი მსგავსი გადაწყვეტილება, რადგან დღემდე იღებს ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ სამხედრო დახმარებას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა