პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობისა და პრემიერის კანდიდატურის ოპოზიციასთან განხილვებს დღეიდან იწყებს

ოპოზიცია მზადაა სალომე ზურაბიშვილთან ითანამშრომლოს. პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის განხილვებს დღეიდან იწყებს, ამიტომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ეტაპობრივად შეხვდება და შეეცდება მათთან ერთად დააკომპლექტოს ტექნიკური მთავრობა და მოისმინოს მათი აზრი პრემიერობის იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომელიც ზურაბიშვილს უკვე შერჩეული ჰყავს.
ცნობილია, რომ ოპოზიციური გაერთიანებები პრეზიდენტის ქარტიას მიესალმებიან, მოისმენენ ზურაბიშვილის ამ ინიციატივას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. მედიის კითხვაზე – მოიაზრებს თუ არა ის საკუთარ თავს პრემიერობის კანდიდატად, ზურაბიშვილი ვერსიას არც უარყოფს და არც ადასტურებს.