პრეზიდენტი – ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი ნამდვილ სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი

პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში რამდენიმე ახალი პოსტით ეხმაურება, მათ შორის ქვეყნის პირველი პირი „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას „ტერორს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მის ნამდვილ სახეს აღარ მალავს.
„ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი ნამდვილ სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი.
წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ – ძალადობა მედიაზე და ჟურნალისტების სასტიკი ცემა, რომლებიც უბრალოდ ასრულებენ თავიანთ საქმეს!“ – წერს პრეზიდენტი.
გარდა ამისა, კიდევ ერთ პოსტში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს:
„ტერორი საქართველოში: ამაღამ რუსული რეჟიმი თბილისში დაბრუნდა სამსახურში-ქუჩებში მშვიდობიან მოსახლეობას დასდევს, როდესაც ისინი გაურბიან ტერორს, მიზანში გყავს ამოღებული პოლიტიკოსები, მედია, ხელოვანები … ოპოზიციის ოფისების კარების შემტვრევა რეიდებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევის მიზნით“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.
ასევე, სალომე ზურაბიშვილი წერს:
„გაუსაძლისი საყურებელი, უდავო მტკიცებულება – და მაინც, პოლიციისა და პასუხისმგებელი ხელისუფლების მხრიდან ურეაქციობა.
მოვუწოდებ -ს, სასწრაფოდ მიიღოს ზომები ქუჩაში განხორციელებული სისასტიკისთვის და დაუყოვნებლივ დააკავოს დამნაშავეები“.
კიდევ ერთ პოსტში პრეზიდენტი აღნიშნავს:
„მე-10 დღე: ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ თქვა თავისი სათქმელი. ბრძოლა მომავლისთვის გრძელდება.
ვერცერთი რეჟიმი ვერ აღუდგება ხალხის ნებას, არ აქვს მნიშვნელობა რა საშუალებებს გამოიყენებენ. კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ამას დაიმახსოვრებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს