პრეზიდენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს შეხვედრაზე იბარებს

პრეზიდენტი საპოლიცო ძალების მხრიდან საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტების გამო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს შეხვედრაზე იბარებს. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაავრცელა.
ზურაბიშვილის განცხადებით, ის კადრები, რაც ამ დღეებში გავრცელდა და ყველა ხედავს, ადასტურებს იმას, რომ გამოძიება აუცილებელია.
“არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს… თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე.
ის კადრები, რასაც ეს დღეებია ვხედავთ ადასტურებს სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
***
28 ნოემბერს მ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. ამას მოჰყვა საპროტესტო აქციები.
28 ნოემბრიდან, საქართველოს მასშტაბით, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. განსაკუთრებით მასშტაბურია თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები, რომელთა დასარბევადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზსა და სპეციალური დანიშნულების რაზმს იყენებს. თუმცა ამის პარალელურად აკავებს და ფიზიკურად ძალადობს აქციის მონაწილეებს, რისი არაერთი შემთხვევაც დაფიქსირდა. დაკავებულების დიდ ნაწილს სახისა და სხეულის ნაწილებში დაზიანებები აღენიშნებათ.