პრეზიდენტი: საჯარო მოხელეების საუკეთესო დაცვა კოალიციურ მმართველობაზე გადასვლა იქნება

ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს ხელისუფლებაც შეიცვლება, არაფერია მუდმივი და მოვა ხელისუფლება, რომელიც არ დაემუქრება და არ შეუწყვეტს დახმარებას ხალხს.
მე მინდა, როგორც პრეზიდენტმა მივმართო საჯარო მოხელეებს, რომ მათი დაცვა არის ის, რომ ჩვენ გადავდივართ ერთპარტიულობიდან მრავალპარტიულობაზე, კოალიციურ მმართველობაზე და ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მმართველი აღარ იქნება, ერთის ხელში აღარ იქნება ზეწოლის ფაქტები და ბევრად უფრო თავისუფალი იქნება გარემო.