პრეზიდენტი – საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას – ეს არის მისი ერთადერთი მომავალი!

საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას! – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დასკვნით სიტყვაში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით „იმსახურებდა თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს?!“
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ერთადერთი მომავალი არის ევროპაში გაწევრიანება.
„იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ მინდა გავიმეორო, დაგიდასტუროთ, რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას ეს არის მისი ერთადერთი მომავალი!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე, საკუთარ გამოსვლაში, მ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და სთხოვა ეპასუხა კითხვაზე: „საქართველო იმსახურებდა თუ არა კანდიდატის სტატუსს“.