პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია

საქართველოს ევროპისა და ამერიკისგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი სთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა სჭირდება საქართველოს ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დამკვირვებლების წარმომადგენლობა არის იმის დასტური, რომ საქართველო მარტო არ არის.
„საქართველოს ევროპისა და ამერიკისგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება. ჩვენ გვჭირდება მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან სწორედ ამ გზით იგრძნობს საქართველოს მოსახლეობა მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლებს არ შეუძლიათ ბევრი რამის შეცვლა არჩევნების შედეგების მიმართულებით, რადგან ისინი არ ერევიან ამ პროცესში, მაგრამ მათი წარმომადგენლობა არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ მარტოები არ ვართ. რაც ყოველთვის ყველაზე რთულია საქართველოსთვის, რომელიც პატარა ქვეყანაა, იზოლირების განცდაა, იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია.“- განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება რუსული პროპაგანდის დაძლევის მიმართულებით მხარდაჭერას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მოსახლეობა ბევრად უფრო მდგრადია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოსახლეობა.
„არ მგონია, რომ გარედან შეგიძლიათ ხალხის შინაგანი თავდაცვისუნარიანობის გაზრდა – ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ისტორია, გვაქვს ს ცოდნა და შესაბამისად, ვართ მეტად მდგრადები რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა, რადგან ჩვენ გამოვიარეთ ეს პერიოდი. აქედან გამომდინარე, ხალხს შეუძლია იმის განჭვრეტა თუ რა ხდება. შემიძლია ერთი მაგალითი მოგიყვანოთ, რამდენიმე დღის წინ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პოსტერები გამოჩნდა, რომელიც გამოიყენება უმრავლესობის, მმართველი პარტიის მიერ, ამ პოსტერების ერთ ნაწილზე დატანილია უკრაინის განადგურების კადრები და მეორე ნაწილზე დატანილია ანალოგიური შენობები და დაწესებულებები საქართველოდან, რომლებიც მშვენიერ მდგომარეობაშია. და ამან დიდი ხმაური გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან ქართული კულტურისა და ტრადიციის შესაბამისი არ არის ერთი მხარის მშვიდობიან ცხოვრებაზე აპელირება, მაშინ როდესაც მეგობარი, ტრაგედიას განიცდის. იყო აღშფოთება, ეს იყო რეალური და იყო სპონტანური და „ქართულ ოცნებას“ მოუწია ანალოგიური სახის ვიდეოების უკან გაწვევა, თუმცა ბილბორდების შემთხვევაში იმავეს ვერ იზამდნენ.“- განაცხადა პრეზიდენტმა.